„ევროპული საქართველო“ „ფეისბუქის“ მიერ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას ეხმაურება

„ევროპულ საქართველოში“ „ფეისბუქის“ მიერ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას ეხმაურებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ უკვე წლებია, ხელისუფლება სოციალურ ქსელებს დაპირისპირებისთვის იყენებს, თუმცა საკითხის შესწავლა აქამდე არ მომხდარა. მმართველ პარტიაში ამ თემაზე, ჯერჯერობით, საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.