„ევროპული საქართველო“ ექსპერტებს შეხვდა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის წევრები ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნო პროგრამაში ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება და რეკომენდაციების მიღება იყო.

დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ უკვე მომზადებული აქვს პროგრამა და განსაზღვრულია ძირითადი პრიორიტეტებიც, თუმცა პროგრამა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება საჯარო.