ოფიციალურ თელ-ავივსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები მწვავდება. მიზეზი ქალაქ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. ევროპის რამდენიმე ქვეყანა ნეთანიაჰუს მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს. უკვე შემუშავებულია სანქციების გეგმაც, რომელსაც ბრიუსელი თელ-ავივზე ზეწოლის მექანიზმად განიხილავს. კიდევ უფრო მძიმე გზავნილები ისმის გაერო-დან, სადაც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებენ. გეგმაშია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაც, თუმცა რამდენიმე ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება. მწვავე საერთაშორისო რეაქციების მიუხედავად, თელ-ავივი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებამდე კატეგორიულად გამორიცხავს.