ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპული საბჭო დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოს საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც. ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.