ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

ზუსტად ორ საათში თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან. შარლ მიშელის თვითმფრინავი აეროპორტში 20 საათზე დაეშვება. ოფიციალური ვიზიტი კი, ხვალიდან დაიწყება.  შარლ მიშელი თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. აუდიენციაა დაგეგმილი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. ასევე გაიმართება მოლაპარაკებები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ვითარებას ადგილზე  გაეცნობა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრება.

შარლ მიშელი თბილისში მოლდოვადან ჩამოდის, სადაც ასევე მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა. თბილისიდან კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში გაემგზავრება.

მოამბე