ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ელოდებიან. შარლ მიშელი ხვალ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს უკვე მესამედ ეწვევა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მათთანაც გაიმართება.

სალომე ქოქიაშვილი ელოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლას და ვიზიტის დეტალებზე ის ახლა ბათუმიდან ისაუბრებს.