ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი

მაღალი რანგის სტუმრის დღის წესრიგი დატვირთულია. შარლ მიშელი შეხვდება პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. აუდიენცია დაგეგმილია ასევე ოპოზიციასთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ელჩი დახვდნენ.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს. საქართველოში ჩამოსვლამდე ის მოლდოვაში იმყოფებოდა, თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს, თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობებზე ისაუბროს.