ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობის მონაწილე მხარეებს მოუწოდა, მიიღონ შესაბამისი ზომები სიტუაციის დეესკალაციისთვის და ევროკავშირის ეგიდით მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. დაძაბულობა მხარეებს შორის უკვე ერთი კვირაა გრძელდება, კონფლიქტი მანქანების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით, სასაზღვრო პუნქტებთან წარმოიშვა. კოსოვოს ხელისუფლება, სერბეთში რეგისტრირებულ ავტომობილებზე სანომრე ნიშნების დროებით მოხსნას მოითხოვს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

დატოვე კომენტარი