ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება

ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას არ აპირებს – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. თუმცა, ანტონიუ კოშტას თქმით, ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც უკრაინის მხარეს იქნება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურს. თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინა პროცესს თავად ხელმძღვანელობს.