ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყაზახეთში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრეზიდენტს ხვდება. დისკუსია ევროკავშირისა და ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის ფარგლებში იმართება. ლიდერებმა ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ასევე იმსჯელეს ევროკავშირისა და ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მიმართულებებზე. საუბრისას ხაზი გაუსვეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო დერეფნების გაფართოებას და განვითარებას. ასევე იგეგმება ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრა, რომელსაც შარლ მიშელი დაესწრება.