ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ოპოზიცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ელოდება.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ მიღებული ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად მომზადებული გეგმა ევროკომისიაშია გაგზავნილი. სავარაუდოდ, სწორედ მთავრობასა და ევროკომისიას შორის კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება დოკუმენტი. 9-პუნქტიან გეგმაში დეტალურადაა გაწერილი ვადები და ის სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ ბრიუსელისგან მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად უნდა ჩაატაროს. მათ შორის იგულისხმება პარლამენტიც, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების გამო მთავარი სამუშაო პროცესი წარიმართება. თუმცა, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ამჯერადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.