ევროპული ქვეყნების სტრატეგია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე

21:35, 18.09.2026

გახშირებული საავიაციო თავდასხმების ფონზე ევროპის ქვეყნები რუსეთიდან მზარდი საფრთხეების განეიტრალების გეგმებს ადგენენ.

ბოლო პერიოდში უკრაინის მოსაზღვრე ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცეში უკვე არაერთი დრონი დააფიქსირეს. ევროპელი ლიდერების ნაწილი მოახლოებული სამხედრო კონფლიქტის საშიშროებაზე ღიად საუბრობს, ცალკეული ლიდერები კი ბოლოდროინდელ თავდასხმებს პროვოკაციებად განიხილავენ და სიტუაციის ესკალაციას ნაკლებად ელოდებიან. მსგავსი გზავნილების ფონზე მოსკოვი დასავლეთს მუქარით პასუხობს. მზარდ საფრთხეებზე აქცენტირების პარალელურად, ევროკავშირის წევრებს რუსეთთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამოწვევა აქვთ დასაძლევი. შეთანხმებაა მისაღწევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე, რომლის მოქმედების ვადა სწორედ უთანხმოების გამო ერთი კვირით გაახანგრძლივეს.

მსგავსი