ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი – პრემიერის განცხადება
სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. სომხეთში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, ასევე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში.