ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი – გამოხმაურება თბილისში
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი დასრულებულია. საერთაშორისო პლატფორმას ამჯერად სომხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, სამიტში მონაწილეობდა ქართული დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა შუა დერეფნის პროექტში საქართველოს განსაკუთრებული სატრანზიტო როლი. მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სამიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და საქართველოსთან გაუარესებული ურთიერთობის შემდეგ, ლიდერები ერთმანეთს პირისპირ პირველად ესაუბრნენ. დიალოგი გაიმართა ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორისაც. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, პირისპირ გაიმართა შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, იყო კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთანაც. ერევანში გამართულ სამიტს ეხმაურებიან თბილისში.