ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი – გამოხმაურება თბილისში

15:07, 05.05.2026

სომხეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტზე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უხელმძღვანელა. ერევანში, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა შუა დერეფნის პროექტში საქართველოს განსაკუთრებული სატრანზიტო როლი. მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სამიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და საქართველოსთან გაუარესებული ურთიერთობის შემდეგ ლიდერები ერთმანეთს პირისპირ პირველად ესაუბრნენ. დიალოგი გაიმართა ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორისაც. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სომხეთთან, საქართველოსთან და სლოვაკეთთან რამდენიმე მიმართულებით ურთიერთობების განბლოკვის შესახებ განაცხადა. საქართველოს პრემიერი-მინისტრი ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, პირისპირ გაიმართა შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, იყო კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთანაც. ერევანში გამართულ სამიტს ეხმაურებიან თბილისში.

მსგავსი