ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი

18:18, 11.11.2026

დუბლინი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტს მასპინძლობს, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სამიტში რომლის წლევანდელი სლოგანია „ევროპა უფრო ძლიერი უსაფრთხო და დაკავშირებული“. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. უკვე ხვალ კი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად, დაესწრება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მსგავსი