ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგები

12:15, 14.05.2026

ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტმა RESILIO-ACCESS Monitor-მა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოაქვეყნა. სხვა კანდიდატებთან შედარებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შეფასება აქვთ. კვლევა ათ კანდიდატ ქვეყანას მოიცავდა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი. ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს მაჩვენებლები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ასევე შეფასებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიანობა, რაც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. შეფასების შედეგები 2014-2024 წლების მონაცემებს ეყრდნობა.

მსგავსი