ევროპული ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრა კარლ ჰარცელთან

ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას მართავენ. მხარეები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად შექმნილი ექსპორტის შესაძლებლობებზე, ასევე დიგიტალიზაციასა და საჯარო შესყიდვებზე ისაუბრებენ. პროექტის მიზანი ადგილობრივი ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისებაა. ღონისძიება ევროპული ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში იმართება.