ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის ღონისძიება

12:26, 08.05.2025

საქართველოში პირველად, ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის ღონისძიება იმართება, რომელსაც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე 45 ქვეყნის აკრედიტაციის ორგანიზაციის 60-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, რომელსაც ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის აღიარება აქვს. ის ამ სტატუსს 2017 წლიდან ფლობს. საქართველოში აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატები, ანგარიშები თუ ლაბორატორიული ოქმები აღიარებულია, როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი