ევროპული ახალგაზრდული ბარათით სარგებლობა უკვე ქართველ ახალგაზრდებსაც შეეძლებათ. თბილისის მერიის ინიციატივით, 18-დან 30 წლამდე პირებისთვის აღნიშნული ბარათი ხელმისაწვდომი ხდება. „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ – ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებასა და 10 მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამისთვის საქართველოში ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია შეიქმნა.