ევროპული აკადემიის წლის შეჯამება

ევროპული აკადემიის რეგიონულმა წარმომადგენლობამ 2019 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის აპრილში გაიხსნა, კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს არის ევროპის აკადემიის პირველი ფილიალი, რომელიც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში გაიხსნა და საქართველოს გარდა, ხუთ ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვასა და ბელარუსს ფარავს.