"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ რეგულაციების დაწესებით, მერია მძღოლებს შემოსავლის გარეშე დატოვებს

შეხვედრა ტაქსის მძღოლებთან. აუდიენცია “ევროპულმა საქართველომ” საკრებულოში გამართა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ რეგულაციების დაწესებით მერია მძღოლებს პრობლემებს შეუქმნის და მათ შემოსავლის გარეშე დატოვებს.

თავად მძღოლები ამბობენ, რომ ინიციატივა ტარიფის გაზრდასაც გამოიწვევს. დედაქალაქის მერი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არიას მიღებული. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მერიამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა.

ტაქსის მძღოლებისთვის რეგისტრაცია და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო ხდება.