ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების გაერთიანების გადაწყვეტილება

18:38, 01.05.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს. „ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება ოთხი სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით  კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელია ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომელს ათავისუფლებს.

მსგავსი