ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ფოთში

21:51, 10.07.2026

კიდევ ერთი მსოფლიო დონის სპორტული ფორუმი საქართველოში.

ფოთი ძველ სტატუსს იბრუნებს. 24 ივლისიდან ისტორიული ქალაქი წყალსათხილამურო სპორტში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერები საკუთარ ძალებს სამ დისციპლინაში – სლალომში, სრიალსა და ტრამპლინიდან ხტომაში გამოცდიან. სამზადისი დასკვნით ეტაპზეა.   ქალაქში უკვე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

წლების შემდეგ ისტორია მეორდება, წყალსათხილამურო სპორტში პირველ ევროპის ჩემპიონატს ფოთმა 1991 წელს უმასპინძლა.

მსგავსი