ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ბაკურიანში დღეს ბიატლონსა და სლალომში გაიმართა ასპარეზობები. თბილისში კი ბიჭთა შორის ჰოკეიში მესამე ადგილოსანი გამოვლინდა. ჩეხეთის ნაკრებმა უკრაინას 4:2 მოუგო. ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის რვა სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში, სამთო თხილამურობაში და ბიატლონში სულ 8 სპორტსმენმა იასპარეზა. საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – 13 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში უმაღლესი სინჯის მედალი ინგა გურგენიძემ მოიპოვა.