კოპენჰაგენის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა კონტინენტის უსაფრთხოება იყო.
კოპენჰაგენში 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. ევროპის ქვეყნებში გასული კვირებში დაფიქსირებული დრონების შეჭრის ფონზე, დანიის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. როგორ უნდა დაუპირისპირდეს ევროპა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს. ეს იყო მთავარი საკითხი რაზედაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების პირველმა პირებმა პოზიციები გაცვალეს. გაიმართა პანელური დისკუსიები და ორმხრივი შეხვედრები. საფრანგეთს მიერ 2022 წელს ინიცირებული ფორმატით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ სამიტს 2026 წელს სომხეთი უმასპინძლებს.