ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები – მზადება NATO-ს სამიტისთვის
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მნიშვნელოვანი სამიტისთვის ემზადება.
ნატოს სამიტს ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თურქეთი მეორედ უმასპინძლებს. სამიტზე დასასწრებად ანკარაში წევრი ქვეყნების მეთაურები 7-8 ივლისს შეიკრიბებიან. ვაშინგტონის პერმანენტული კრიტიკის ფონზე, ნატოს დღის წესრიგში მთავარი საკითხებია დაფინანსების და თავდაცვის წარმოების გაზრდა, ასევე შეკავების შესაძლებლობებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება. თავდაცვის ხარჯებს ზრდის თურქეთიც, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური ანკარა, სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში ალიანსის ხუთ უმსხვილეს წევრს შორის რჩება, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ბრიუსელს აკრიტიკებს და მკაცრად მოითხოვს, თურქეთი ევროპული თავდაცვის ყველა ინიციატივაში მაქსიმალურად ჩართონ.
რამდენიმე დღე სამიტამდე და წევრი ქვეყნების პოზიციები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მომავალზე – ნახეთ გივი ბარამიძის სიუჟეტში.