ევროპის უნივერსიტეტში ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი გაიხსნა. სივრცეში გვიანი ბრინჯაოს პერიოდიდან – ადრეულ შუა საუკუნეებამდე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია თავმოყრილი. მუზეუმი თავისუფალი სივრცეა და მისით სარგებლობა, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ.

ევროპის უნივერსიტეტი საველე გასვლებსა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას მცხეთაში და კასპში გეგმავს. სამომავლოდ უნივერსიტეტი აპირებს, სასწავლო პროგრამას არქეოლოგია დაემატოს.