ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები

თბილისი „ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები 2020“-ში მონაწილეობს.

საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხმის მიცემის პროცედურა 5 თებერვლამდე გაგრძელდება და ერთი „აიპი“ მისამართიდან კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თბილისის მერის თქმით, კონკურსი ქალაქის ცნობადობასა და ტურისტების რაოდენობას გაზრდის.