ევროპის სატრანსპორტო ფორუმი

ევროპის სატრანსპორტო ფორუმი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრების სადისკუსიო პანელით გაიხსნა.

ევროკომისიის ორგანიზებული დისკუსიის მთავარი თემა სატრანსპორტო კავშირებზე უკრაინის ომის გავლენა და პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესი იყო. მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირებზე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის შედეგები, იმსჯელეს ამ შედეგების ეფექტური გადაწყვეტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზების შესაძლებლობებზე.