„ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია - შეფასებები თბილისში

„ევროპის სახალხო პარტიის“ მიღებულ რეზოლუციას და ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტია“ დიდი ხანია კრიტიკულად არის გაწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, რეზოლუცია კი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერას გამოხატავს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის ასლია. პარტიის წევრების თქმით, რეზოლუციაში კვლავ გაუგებარი ჩანაწერები და ტყუილებია.