„ევროპის სახალხო პარტიის” რეზოლუცია – გამოხმაურება

15:16, 18.11.2025

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე წუთის წინ „ევროპის სახალხო პარტიამ“ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე“. აღნიშნულს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გამოეხმაურა. როგორც ბითაძე წერს, გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა, ორი დღეა, ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ.

მაია ბითაძის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოს ღალატს, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობენ.

მსგავსი