ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდნენ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე, მოწოდება იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ისევე როგორც არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე.