„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება

„ევროპის სახალხო პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით განცხადებას ავრცელებს: „დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და შედეგად გამოიღო დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გაგრძელება, მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, თანაბარი პოლიტიკური პირობებისა და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების კუთხით“. განცხადებაში ასევე საუბარია, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე. აღნიშნული, „ევროპის სახალხო პარტია“ ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობის ავანგარდში. „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებითვე, სამწუხაროა, რომ საქართველომ, რომელიც ოდესღაც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, დაკარგა თავისი ძნელად მოპოვებული დემოკრატიულობის მანდატი და განაგრძობს მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით ეჭვების წარმოშობას.