საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც მალტის დედაქალაქ ვალეტაში იმართება.
მინისტერიალზე განიხილავენ ახალგაზრდების როლს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული ინსტიტუციების განვითარებაში. გივი მიქანაძე ასევე სიტყვით გამოვიდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა.