ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხევდრებს მართავენ პარლამენტში. დისკუსია უკვე შედგა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩსა“ და „რეფორმების ჯგუფის” წარმომადგებლებთან. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. კერძოდ, ისაუბრეს საარჩევნო და სასამრთლო რეფორმაზე, პოლიტიკური ლიდერების პოლიტდევნასა და არსებულ კრიზისზე. მონიტორინგის წევრები დღის მანძილზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგებლებსა და უმრავლესობის ლიდერებს შეხვდებიან. მომავალ წელს კი, კომიტეტის წევრები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს მოამზადებენ.