ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლაუდ კერნი, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ არჩევნებში მოპოვებული მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „ეს არჩევნები მრავალფეროვანი პარლამენტით დასრულდა, სადაც მმართველი პარტია ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამის საპარლამენტო მეთვალყურეობას. ასევე, აღვნიშნავთ დარეგისტრირებული დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის, საარჩევნო გადაცდომის შესახებ მუდმივ ბრალდებებს, ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ისინი პასუხისმგებელი ორგანოების მიერ გამჭვირვალედ და დამაკმაყოფილებლად უნდა იქნას გამოძიებული“ – ნათქვამია განცხადებაში.