ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია თბილისში
12:03, 16.12.2019
თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმის მთავარი თემა, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის აქტიური მონაწილეობაა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, პირველი პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დიასპორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.