ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში განიხილეს და შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს. პლენარულ სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამაც, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის წევრებმა რეზოლუციის პროექტში ასახულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებამ საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპთან დააახლოვა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციამაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დოკუმენტი იძლევა სრულ სურათს იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც საქართველოში არსებობს.