ევროპის საბჭოს ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენცია

21:18, 15.10.2026

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზეა წარმოდგენილი.

იტალიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია მიმდინარეობს. მონაწილეებს ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა ჰიბრიდული საფრთხეები და არჩევნებში ჩარევაა. შალვა პაპუაშვილმა გამოსვლა სწორედ უცხოურ ჩარევას მიუძღვნა. მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ გარე ჩარევების მზარდი ტენდენციის საპასუხოდ საჭიროა უცხოური გავლენის და დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეგულაციების ამოქმედება და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება. აქცენტირებული იყო გარე ჩარევებისგან კანონმდებლობით დაცვის აუცილებლობაც. ამ კონტექსტში რომში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეების წინაშე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების პერიოდიც გაიხსენა.

ფარული უცხოური დაფინანსება, დეზინფორმაცია, მანიპულაციები, არჩევნებში ჩარევა – როგორ ესახებათ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელებს ამ გამოწვევების დაძლევა.

მსგავსი