ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ვიზიტი

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი დაიწყო. დელეგაციის წევრები პოლიტიკურ მხარეებს დღეს დილიდან ხვდებიან. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის ლიდერებთან. ასევე, ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან.

კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე. ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი ქართველი პოლიტიკოსებისგან ინფორმაციას მოისმენენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რის შემდეგაც მოამზადებენ ანგარიშს.

დატოვე კომენტარი