ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 

ვნებათაღელვა არ ცხრება მაისში თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო დონის ღონისძიების გარშემო.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ურჩევს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წლევანდელი სხდომისთვის სხვა ქვეყნის ტერიტორია შეარჩიოს. სესიის მასპინძლობის ვალდებულება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ეკისრება, თუმცა მონაწილეებს შორის რუსული დელეგაციის წევრების შესაძლო ყოფნა დილემას ქმნის. მითუმეტეს, რომ დელეგაციის სავარაუდო ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს, ისევე როგორც რუსი დეპუტატების ნაწილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს.

სხდომის თარიღის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება მოსკოვიც. გრიგორი კარასინის შემდეგ ახალი გზავნილის ავტორი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელია.