ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადება

21:13, 08.03.2025

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კრიტიკის საგანი გახდა. კანონპროექტი, რომელიც სამი მოსმენით გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა, კომიტეტის აზრით, უნდა გაუქმდეს. პარალელურად, კომიტეტის წევრები ამ თემის გარშემო საქართველოს ხელისუფლებისგან დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და მთავრობას დროს ივნისის ბოლომდე აძლევენ.

ოპოზიციას აღნიშნული კანონის გაუქმების იმედი ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ აქვს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კანონპროექტი მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა იყო და შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებენ.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.

მსგავსი