ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრების განცხადება – ისინი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრთა კომიტეტმა მტკიცედ მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას დისკრიმინაციულ ნარატივზე და ცალსახად ებრძოლოს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის ყველა ფორმას.
გარდა ამისა, კომიტეტმა მტკიცედ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყონ შეკრებისა და რელიგიის თავისუფლება ყველა პირისთვის. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას სთხოვა ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2025 წლის ივნისის ბოლომდე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრების განცხადებაში.