ევროპის საბჭოს მინისტერიალი - რეპორტაჟი ჰელსინკიდან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი რუსეთთან და გამოწვევები, რომლებსაც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში აწყდება, – ამ საკითხებზე დეტალურად იმსჯელებენ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელსაც დღეს და ხვალ ჰელსინკი უმასპინძლებს.

დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცებაც, რომელიც დეტალურად აღწერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  გამოწვევებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.