ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმი ქუთაისში

მომავალ წელს ქუთაისში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდება. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმის ჩასატარებლად საქართველო პირველად შეირჩა. ღონისძიებას ქვეყნის კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. სტუმრებს შორის იქნებიან 47 ქვეყნის დელეგატები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის წარმომადგენლები.

მსოფლიოსთვის ქვეყნის კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობასთან ერთად, ფორუმის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს დააკავშიროს. კულტურული მარშრუტების ფორუმს ქუთაისი 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.