ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს. განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მთავრობის განცხადება და საპროტესტო აქციები. საპარლამენტო დელეგაციასთან აუდიენცია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ალენ ბერსე დაგეგმილი შეხვედრების გარდა, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 21 დეკემბერს დატოვებს.