დაკავებულების გათავისუფლება, მუშაობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში ცვლილებებისთვის და დიალოგის აუცილებლობა. ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც ალან ბერსემ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ორ დღიანი შეხვედრების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ერთ-ერთი მთავარი საკითხი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იყო – ევროპის საბჭოს გენ-მდივანი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი ვენეციის კომისიის ჩართულობით დაახლოებით ერთ თვეში შეიქმნება და ასევე გაირკვევა პროცესის მონაწილე ქართული მხარის შემადგენლობაც. ე.წ აგენტების კანონზე მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ხელისუფლებაც, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ კანონის უარყოფითი მხარეები სამართლებრივი არგუმენტებით დადასტურდება. ალან ბერსემ მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება და შესაბამის უწყებებს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
ევროპელი მაღალჩინოსნის ვიზიტს განცხადებით ეხმაურება ბარიერგადალახული ოპოზიცია და ამბობს, რომ ალენ ბერსეს გზავნილები არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, ამძიმებს შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს.