ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში

12:12, 19.11.2025

„კონფლიქტი საქართველოში“ – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე. მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. გენერალური მდივნის 32-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. დოკუმენტი ასევე ასახავს 2025 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით ლაშა დარსალიამ მიმართა. ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და დესტრუქციული ქმედებების საკითხები.

მსგავსი