ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს.
ალან ბერსე დღეს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა. ამის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დელეგაციასთან ერთად უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ პირველი შეხვედრა, რომელიც ალან ბერსემ თბილისში გამართა ასევე იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღესვე ალან ბერსე ხვდება აქციების მსვლელობისას დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს. უცნობია მიწვეულია თუ არა შეხვედრაზე მედიის ყველა ის წარმომადგენელი, რომელმაც აქციების მსვლელობისას დაზიანება მიიღო. საქართველოს პირველი არხის ჩართვის ოპერატორ დავით ბეჟანიშვილსა და ოპერატორ ბესიკ გაფრინდაშვილს არავინ დაკავშირებია.
ასევე, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა დღეს პატიმრობიდან გათავისუფლებული ალეკო ელისაშვილი. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ხვალ არის დაგეგმილი ალან ბერსეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ხვალ უნდა გაკეთდეს განცხადება მედიისთვის.